შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ტექნიკოსის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** შენობების გაზმომარაგების ქსელის და მასზე არსებული მოწყობილობების შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახლად გაზიფიცირებულ ფართებში გაზგაყვანილობის ქსელის, მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და გაზის პირველადი ჩართვა;
** აბონენტებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება გაზის მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ;
** აღრიცხვის კვანძისა და გაზის ქსელის შემოწმება, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება
** გაზმომარაგების ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
** მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი, გადალუქვა, გაზს ონკანების შეცვლა/შეპოხვა;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!