შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე მესტიაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის ხელმძღვანელობა;
** სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;
** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი;
** სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
** სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივა.
კანდიდატთა შერჩევა:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.