"Coinmania.ge" არის ვებგვერდი და ელექტრონული საფულე კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვისთვის.
ჩვენი გუნდი ეძებს ახალ წევრებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორი ეხმარება მომხმარებელს ელექტრონული საფულის ფუნქციონალური, ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოგვარებაში.
მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორი აკონტროლებს ყველა იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ჩვენი მომსახურების შეუფერხებლად მიღებასთან.
გამოგვიგზავნეთ CV თუ:
** მოგწონთ მომსახურების სფერო და სიამოვნებას განიჭებთ ადამიანების დახმარება,
** გაინტერესებთ ელექტრონული ფინანსური პროცესები და ახალი ტექნოლოგიები,
** კარგად იცით კომპიუტერთან მუშაობა.
** გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელთან კომუნიკაცია ხდება წერილობით ქართულ და ინგლისურ ენაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში: დღის ცვლა - ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება ან ღამის ცვლა 24:00 - 09:00 საათი - ყოველი მესამე ღამე
** ხელფასი თითოეულ ცვლაში: პირველი სამი თვე, რაც მოიცავს სწავლის პერიოდსაც, ხელზე მისაღები 800 ლარი, სამი თვის შემდეგ ხელზე მისაღები 1000 ლარი, ზრდის პერსპექტივით.
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, FitPass-ის ბარათი.
თუ დაინტერესდებით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: veriko@coinmania.ge. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.