www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეტსეტერა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

თუ თვლი რომ ხარ მიზანდასახული და გინდა გახდე წარმატებული, კომპანია "ეტსეტერა" გაძლევს შესაძლებლობას პროფესიონალი ტრენერების დახმარებით დაეუფლო ახალ პროფესიას და დაიწყო წარმატებული კარიერა.

კომპანია "ეტსეტერა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ლიტერატურის სფეროში. "ეტსეტერა"ს წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს პროფესიული კონსულტაცია და უნიკალური გამოცემების გაცნობა მკითხველებისთვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** მომხმარებელთან კმაყოფილების შენარჩუნება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;

ჩვენთან გელოდებათ:

** სტაბილური, კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** მზარდი ანაზღაურება;
** ტრენინგის უზრუნველყოფით განვითარების საშუალება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + მზარდი ბონუსი;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - 10:00სთ-16:00სთ ან 16:00სთ-22:00 სთ. (შესვენება)

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი მედეა ჩახავას N9.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე etsetera.vacancy@gmail.com. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |