შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს გაზსადენების ქსელების მართვის სამსახურის ზეინკლის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
დამატებითი მოთხოვნები: სასურველია მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** გაზგამანაწილებელ ქსელზე საჰაერო და მიწისქვეშა (ჭებში) არსებული ჩამკეტი არმატურის რევიზია;
** ჩამკეტი არმატურის მონტაჟი-დემონტაჟი;
** დაკეტვა-გაღების სამუშაოების წარმოება;
** სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო რეჟიმი: 09:00 -18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის ქ. 21ა;
ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ. ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!