www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ყაზბეგი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet);

მოვალეობები:

** რესტორნის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** რესტორნისა სერვისის ხარისხის კონტროლი;
** რესტორნის სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** რესტორნისა საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;
** სტუმრების მიღება, გამასპინძლება;
** რესტორნისა მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა;
** რესტორნისთვის საჭირო ყველა პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** ადმინისტრაციული პროცედურების დაცვა და განხორციელება;
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რესტორნის მენეჯერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2023 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |