სასტუმრო "ტრიბეკა" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორზე.
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი, 2 ღამე მორიგეობა, 2 დღე დასვენება (21:00-დან 09:00-მდე) თვეში 15 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 850 ლარი
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 115
მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები:
** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
** სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება
მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: katamadzeteoshka@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.