ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.ec.ge
"ელემენტ კონსტრაქშენი "აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის (მშენებელ-ინჟინერი) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შედგენილი ხარჯთაღრიცხვების დეტალური ანალიზი;
** საპროექტო ნახაზებისა და შესრულებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, სამუშაოთა კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** სატენდერო/საპროექტო დოკუმენტების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** ობიექტებზე განსახორციელებელი და არსებული სამუშაოების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება, მუდმივი განახლება;
** რისკების დროული იდენტიფიცირება;
** პროექტში არსებული ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
** არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** პროექტის მენეჯერთან, მშენებლობის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2023 წლის 16 თებერვლამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!