სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.
"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას 21.
განყოფილება: კრიტიკული მედიცინა
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 თებერვალი, 2023 წელი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani-cicishvilis-hospitalshi/218
"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.