www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00 სთ.
** დასვენება: კვირაში ორი დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 650 ლარი + ბონუსი + სამგზავრო თანხა თვეში 40 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ტელ: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |