www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა, მართვა და მონიტორინგი;
** პროექტის კონცეფციის მოფიქრებიდან მის დასრულებამდე პროცესის ზედამხედველობა და მართვა;
** პროექტის საფუძვლიანი შესწავლა პროექტის დროში განაწილებული გეგმის და ხარჯთაღრიცხვის შექმნისათვის;
** სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებით;
** კლიენტებთან ან/და დაინტერესებულ პირებთან, თანამშრომლობა და პროექტის პროგრესის შესახებ ინფორმაციის პერიოდული მიწოდება;
** სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური შემოწმება;
** ანგარიშების, ნახაზების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა და მომზადების პროცესის კოორდინირება;
** ბიუჯეტის, პროექტის ხანგრძლივობის მართვა და პერიოდული გადახედვა;
** მშენებლობებთან და ქვე/კონტრაქტორებთან მჭიდრო მუშაობა;
** სახელშეკრულებო პირობების და ვადების დაცვა-შესრულება;
** მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება, ასევე საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვება;
** რისკების გაზომვა, შეფასება და მართვა;
** სამშენებლო სტანდარტების ხარისხის მონიტორინგი;
** მოსალოდნელი გამოწვევების გადაჭრის გზების წინასწარ განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მყისიერი გამოყენება;
** რისკთა შეფასება და მინიმუმამდე დაყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო წესების და რეგულაციების შესაბამისი ცოდნა;
** სამშენებლო მმართველობით რგოლში სამუშაო გამოცდილება;
** 3-5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო საქმეში;
** პროექტის მართვის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია);
** ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
** ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

უნარ-ჩვევები:

** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** პრობლემების გადაჭრის უნარები;
** გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** სხვების მოტივირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "პროექტის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |