www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერ-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიუთი ჰაბი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "ბიუთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე "კარფურში".

სამუშაო ადგილი: თბილისი, ს/ც "თბილისი მოლი" (დ. აღმაშენებლის ხეივანი 213 კმ)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 6 დღე (1 დღე დასვენება), 7 საათი (1სთ შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული 750 ლარი + ბონუსი (100-200 ლარი)

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს უფასო სამგზავრო ბარათით!

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლისთვის წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგების კონტროლი და დადგენილი სტანდარტის მიხედვით მერჩენდაიზინგი;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული;
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

კომპანია გთავაზობთ, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: jobs@bh.ge (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება). გთხოვთ, ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |