საკონსულტაციო ოფისი შპს "საფა" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10 :00 - 18:00
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი # 55
** ფიქსირებული ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** გასაქირავებელი და გასაყიდი პროდუქტის მოძიება,
** პროდუქტის მეპატრონესთან კომუნიკაცია.
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;
** მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება და შერჩეული პროდუქტის დათვალიერება.
** სამუშაო ბაზის მართვა
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პოზიტიური განწყობა ცხოვრებისა და სამსახურის მიმართ.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV მისამართზე: s.safa@mail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.