"Betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
პოზიციის დასახელება: ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 19:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.
** დარბაზის თანამშრომელთა მუდმივ რეჟიმში მონიტორინგის წარმოება
** თანამშრომელთა მუშაობის ხარისხის შეფასება შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით;
საჭირო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
"betlive.club" გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** Fitpass;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფას.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 900 ლარი + ბონუსი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.