www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაჟო დეკლარანტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის განყოფილებაში საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბაჟო დეკლარაციის შევსება შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესების მიხედვით;
** მომწოდებლებთან კონტაქტი;
** შესაბამისი სამსახურებიდან დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღების პროცესის ორგანიზება;
** Rs.ge - ზე შესაბამის განყოფილებებთან მუშაობა (როგორიცაა ფიტო-ვეტ ნებართვები, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ნებართვები და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო ოპერაციებში;
** საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა;
** სავალდებულოა პროგრამა Assycuda- სთან მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
** კვება;
** FitPass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |