კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.
კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება
ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზების დაგეგმარება;
** პროდუქციის დალაგების სტანდარტების ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტების უზრუნველყოფა;
** პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
** პარტნიორ ქსელებში გაყიდვების სტიმულირების მიზნით საჭიროებების სწორად დანახვა და უშუალო ხელმძღვანელთან შესაბამისი ინიციატივების დაყენება;
** ქსელში დაგეგმილ ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტების მომზადება;
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
** ობიექტების ოპტიმალური ნაშთებით უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია APEX -ის ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებას!