www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო "ეკოსისტემს" სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

"თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=632

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანოს საერთო ხედვის ჩამოყალიბებაში
** ხელი შეუწყოს ყველა მონაწილე მხარის ჩართულობას დაგეგმვის, იმპლემენტაციისა და შემდგომ ფაზებზე.

ფუნქცია მოვალეობები დეტალურად:

** მარაგების ოპტიმიზაცია. გაყიდვის ყველა არხისთვის ოპტიმალური მარაგების განსაზღვრა და ეფექტური მექანიზმის შემუშავება მის უზრუნველსაყოფად;
** სასაწყობე/ლოგისტიკური ოპერაციების ანალიზი, KPI-ების, სამოტივაციო სისტემების შემუშავება;
** საოპერაციო აღრიცხვისთვის ცვლადების განსაზღვრა;
** პროცესის/ოპერაციისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა;
** არაღირებულების შემქმნელი აქტივობების გამოვლენა და ელიმინაცია;
** მატერიალების დაჯგუფება საოპერაციო ერთგვაროვნების ნიშნით;
** მატერიალების ზომის, წონის, მოცულობის მოძიება და სისტემაში ასახვის უზრუნველყოფა;
** სასაწყობე პროცესების ანალიზი/ოპტიმიზაცია: მიღება, გაცემა, შენახვა, აგროვება, კონსოლიდაცია, დატვირთვა.
** მიწოდების მარშრუტების ოპტიმიზაცია;
** მიწოდების ეფექტურობის, სატრანსპორტო საშუალებების უტილიზაციის დადგენა/გაუმჯობესება;

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს"თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=632



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |