კომპანია "Fresnel" აცხადებს ვაკანსიას, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (B2B Sales Manager) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის N7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა.
** მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე.
** ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი 800₾-დან 1100₾-მდე გამოცდილების მიხედვით + რეალური ბონუსები (ჯამში 3500 ლარიდან)
ჩვენ შესახებ:
"ფრესნელი" არის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრატორი კომპანია, რომლის მისია არის, სახელმწიფო და ჰორეკა სექტორებისთვის აუდიო ვიზუალური აპარატურის და ქსელური გადაწყვეტილებების შეთავაზება, ასევე ტრენდული და ინდუსტრიული სერვისები.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შეფასება
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** კლიენტებთან შეხვედრა
** სამომავლო კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება, პროდუქტის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა.
** კორპორატიული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მინიმალური მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (სასურველია რუსული ენის ცოდნა).
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრენინგებს ტექნოლოგიურ სფეროში
** კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მეტ თავისუფალ დროს
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: sales@fresnel.ge