www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თრეიდ სერვისი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

საერთაშორისო სადისტრიბუციო ორგანიზაცია "Trade Service" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

"Trade Service" არის საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია და არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი საწარმოების პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას 2010 წლიდან, ასევე არის ამავე ბრენდების ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა
** დოკუმენტაციის, მომზადება, სისწორეში მოყვანა და მონიტორინგი
** ონლაინ მაღაზიის ადმინისტრირება: პროდუქტების აღრიცხვა, ატვირთვა, მოწესრიგება და მონიტორინგი
** სოციალურ ქსელებზე პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროებისამებრ გადამისამართება
** პროცესების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, გამოცდილებას ჩვენთან შეიძენთ და განვითარდებით

აუცილებელი უნარები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** Microsoft Office-ის ცოდნა
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შრომისუნარიანი და მიზანდასახული

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათებს: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 საათი
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საუკეთესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების პერსპექტივას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@tradeservice.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერაციების ადმინისტრატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |