www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ინჟინერი
მომწოდებელი: TMD
გამოქვეყნდა: 9 თებერვალი / განცხადების ვადა: 30 მარტი

შპს "TMD" აცხადებს სამედიცინო ინჟინრის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:
სამუშო გრაფიკი: 8 საათი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკებში არსებული სამედიცინო აპარატურის, ინვენტარის და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა უსაფრთხო სამედიცინო სერვისების უწყვეტად მისაწოდებლად;
** სამედიცინო აპარატურის გეგმური სერვისის ჩატარება, კალიბრაცია, ტესტირება;
** დაზიანებული სამედიცინო აპარატურის შეკეთება, საჭირო დეტალების შეკვეთა;
** კლინიკებში არსებული სამედიცინო აპარატურის მოვლის და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, შესაბამისი მენუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** სატესტო მოწყობილობებთან მუშაობა;
** შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება;
** სამედიცინო აპარატურის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნო შემდეგ მისამართზე: georgiamedicaljobs@gmail.com

კომპანია "TMD" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |