www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯორჯტრანსი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"ჯორჯტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Ms Excel-ის ცოდნა;
** ACCA-ს სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად (სასურველია, სრული კურსი);
** IFRS სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: gt@georgtrans.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |