სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
მისამართი: გ. ლორთქიფანიძის 13 გ (ვარკეთილი)
გრაფიკი: ყოველი მესამე დღე, 24 საათიანი ცვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სამხედრო სავალდებულო სამსახური (სასურველია);
** გამართული კომუნიკაციის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის გაღება/დაკეტვა, დაცვის სიგნალიზაციაზე აყვანა/მოხსნა;
** ობიექტზე ელექტროენერგიის გამორთვა/ჩართვა;
** ობიექტზე ვიზუალური დაკვირვება და მეთვალყურეობა;
** ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის თვალყურის დევნება ვიდეო კამერების საშუალებით;
** ვიდეო, აუდიო და დოკუმენტური მასალების დაარქივება და შენახვა;
** საჭიროებისამებრ, შესაბამის სამსახურთან დაკავშირება (პატრული, სახანძრო და ა.შ) დროული რეაგირებისთვის;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
რას გთავაზობთ:
** მშვიდ და ჯანსაღ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ჩვენი პროდუქციის ფასდაკლებით შეძენას
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უსაფრთხოების თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!