www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IFRS უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების განყოფილების IFRS უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:

** IFRS რეპორტების მომზადება/განახლება/გაუმჯობესება, ახალი რეპორტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება; ახალი ფორმების შექმნა;
** წლიური IFRS ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველკვარტალური Investor Presentation-ის მომზადება;
** ყოველდღიური IFRS რეპორტინგის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დაფინანსების მოძიებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო, აუდიტორულ, ან ფინანსურ სფეროში);
** MS Office ცოდნა;
** სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სტატისტიკურ რეპორტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური ენა) ცოდნა.

სასურველია:

** უცხო ენების (ინგლისური ენა) ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ისამართზე: hr@silkbank.ge.

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |