სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://nova.ge/) აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
** დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
** კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
** შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების, სტუმრების, პარტნიორების მიღება / დახვედრის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR-კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა;
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა;
** საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ცოდნა (მინიმუმ B2-დონე), სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 9 აპრილი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოფის-მენეჯერი".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.