შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას საკურიერო სამსახურში კურიერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი:
I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00, შაბათი 12:00 - 16:00; კვირა დასვენება;
II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 - 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების მიწოდება ადრესატისთვის და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B (მექანიკა) კატეგორია;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** გასაუბრება;
** ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი.