კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 42 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: მუხრანი
სამუშაო პირობები:
** 5 დღიანი სამუშაო კვირა
** 9 საათიანი სამუშაო ცვლა: 08:00-17:00 და 14:00-23:00
** დასვენების 2 დღე ურთიერთშეთანხმებით.
** ანაზღაურება: 670₾ + საბონუსე დანამატები ყოველთვიურად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი - 18 წლიდან
** გამოცდილება - არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge არაუგვიანეს 2023 თებერვლიდან 10 აპრილამდე. (არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა).
გისურვებთ წარმატებას.