კომპანია "ბაუერნბროტი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჟვანიას ქ. 24
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორცხობილას, კექსის და ფუნთუშების ცხობა (მშრალი ტკბილეული და არა კრემიანი);
** მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის ცხობა/მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად;
** შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის და ყველა მასში შემავალი ნედლეულისა თუ შიგთავსის ცოდნა, მათი ვადების კონტროლი;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ჰიგიენური წესების, სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
მოთხოვნები:
** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "კონდიტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ბაუერნბროტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ბაუერნბროტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!