www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა. დღეს ჩვენი ქსელი 40 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისთვის, მთავარი ღირებულებაა, შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** 5 დღიანი სამუშაო კვირა
** 9 საათიანი სამუშაო ცვლა
** დასვენება: 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 720-850 ₾
** საბონუსე დანამატები ყოველთვიურად

შესასრულებელი სამუშაო:

** სალარო ოპერაციების განხორციელება (პროგრამა აპექსში);
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან
** გამოცდილება: არ მოეთხოვება (სწავლება მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ბმულის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სამუშაო საათებში ნომერზე: 577 11 33 28.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |