www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

თეგეტას გუნდში ფინანსურ მენეჯერს ვეძებთ.

სამუშაოს აღწერა:

** ფულადი სახსრების მოძრაობის დაგეგმვა/კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი;
** ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი;
** ფინანსური შედეგების შედარება /ანალიზი;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური) წარმოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა და მათი ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;
** სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** წლიური ფინანსური აუდიტის ორგანიზებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო აუდიტის შემთხვევაში, აუდიტორებთან კომუნიკაცია და შემოწმების შედეგებზე პასუხიმგებლობა;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
** ზემდგომი პირებისათვის საქმიანობის შედეგების შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა. მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
** განყოფილებებს შორის ფინანსური-სააღრიცხვო ინფორმაციის დროულ და სწორ გაცვლაზე ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავება და პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთათვის ფინანსურ და პროცედურულ საკითხებზე ტრეინინგების და კონსულტაციების ჩატარება;
** ბანკებთან კომუნიკაცია და მათგან საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობის დასაფინანსებლად საჭირო თანხების მოზიდვის უზრუნველყოფა;
** აღრიცხვა-მონიტორინგის ახალი და ინოვაციური პროექტების დანერგვაში აქტიური ჩართულობა და მათი ფინანსური ნაწილის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი; ფინანსები - 3 წელი.
** განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი;
** რუსული - კარგი;
** ინგლისური - კარგი.

დამატებითი მოთხოვნები:

** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Excel, Outlook, ORIS-ის ცოდნა;

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

საუკეთესო სურვილებით, თეგეტა

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=736



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |