www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Tiffany Bar & Terrace
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

რესტორანი "Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "მირა ჰოტელსი" წარმოადგენს სასტუმრო - რესტორნების მმართველ კომპანიას, რომელიც მენეჯმენტს უწევს სასტუმრო "რივერსაიდს", "ტიფანის" რესტორნებს და "მირა თრეველს".

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: Travelers Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები

სამუშაო გრაფიკი: 15 მორიგეობა თვეში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმტანების, სერვის ლიდერების, სამუშაო პროცესის და ობიექტების ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** რესტორნების და ბარების მაღალი მომსახურების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
** კვებისა და სასმელების მიმართულების ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** მართავს და აძლიერებს გუნდს, მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ იდეებს;
** განსაზღვრავს თანამშრომლების განვითარების საჭიროებებს და ასწავლის, ატრენინგებს;
** აძლიერებს და ინარჩუნებს გუნდის წევრების პროდუქტიულობას;
** უზრუნველყოფს ისეთ სერვისს, რომელიც შეინარჩუნებს და გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას;
** ხელმძღვანელობს ყოველდღიურ საქმიანობას, ამოწმებს ხარისხს და სტანდარტებს, თუ რამდენად თანხვედრაში მოდის სტუმრების მოლოდინებთან;
** ხვდება და აქვს კომუნიკაცია სტუმრებთან მიღებისას, კერძის მირთმევისას ან აცილებს მათ, რათა მიიღოს უკუკავშირი რესტორნის კერძების, სასმელების და სერვისის შესახებ.

მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კვების ობიექტების გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** სერვისის ხარისხსა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სასურველია პროგრამა ფინა-სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინვენტარისა და ბიუჯეტის კონტროლი;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;
** საღამოს სახლამდე ტრანსპორტირებას.;
** აქტიურ საბონუსე სისტემას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |