ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას არეალის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმში.
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს "Max Power-ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** რეგიონალური გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება რეგიონში და განსაზღვრა თუ როგორ უნდა შეიქმნას პროდუქციაზე მოთხოვნა;
** გაყიდვების შედეგებზე რეპორტინგის წარმოება;
** ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს, მუდმივი მენტორინგისა და პრაქტიკის/გამოცდილების გაზიარების გზით;
** გაყიდვების მოცულობის გაზრდა მომხმარებელთა შესაბამისი სეგმენტის სწორი განსაზღვრით, ინოვაციური გაყიდვების სტიმულირების პროგრამებით და ტაქტიკური სტრატეგიებით;
** მყარი ურთიერთობების დამყარება გაყიდვებისა და დისტრიბუციის გუნდებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა);
** საწვავი;
** კორპორატიული SIM ბარათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " არეალის გაყიდვების მენეჯერი ბათუმში" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.04.2023