www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
თანდართული ფაილი: 43552_attachments_9163500.zip
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

საგრანტო კონკურსი ახლადშექმნილი და განვითარებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მხარდაჭერა ადგილობრივი შშმ თემის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად.

"ევროპის ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ შშპ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ქვეყნის მასშტაბით (შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების გამოკლებით) ადგილობრივი შშმ თემისთვის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად ახლებური მიდგომების გამოყენებით. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ინიციატივებს, რომელიც მოიაზრებს შშმ ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობას და მათი სპეციფიკური პრობლემების მოგვარებას. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი ბენეფიციარების პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება ფარგლებში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უძღვება.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის აპრილი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საკონკურსო განცხადების სრული ტექსტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |