www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: გ. ლორთქიფანიძის 13 გ (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან, 18:00 საათამდე, პარასკევს - 09:30-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირა დასვენების დღე)
შრომითი ანაზღაურება 2500-3000 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, უპირატესობა მიენიჭება, ექსელის მაღალ დონეზე ცოდნას)
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ფასების ანალიტიკა;
** ახალი პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება და ურთიერთობების განვითარება;
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ინიცირების უნარი;
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს, თანამედროვედ აღჭურვილ ოფისში;
** მოკლე პარასკევ დღეს;
** ბევრ გასართობ აქტივობას;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს/მასტერკლასებს;
** კარგ სადაზღვევო პაკეტს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |