"დრიმლენდ ოაზისი", რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართული ტურიზმის ბაზარზე, წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. იგი მოიცავს პრემიუმ კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს, რომელიც მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინპლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: კვების და სასმელების დეპარტამენტის დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის მენეჯერის კოორდინირების ქვეშ არსებული სარესტორნო ობიექტების მართვა
** გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება და შეფასება
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** ნაშთების და გეგმის შესრულების მონიტორინგი.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები და უნარები:
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი დიდ რესტორნებში
** საბანკეტო ღონისძიებების მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა
** სასურველია პროგრამა FMG-ის კარგად ცოდნა
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი"
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!