www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს " დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

"ექსტრამითის პავილიონი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები.

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება.
** უზრუნველყოს სწრაფი კვების პროდუქტების სწრაფად და ხარისხიანად მომზადება, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს HACCP-ით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა პავილიონში.

მოთხოვნები:

** სასურველია სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ჩვენთან გთავაზობთ:

** ოჯახურ სამუშაო გარემოს.
** ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას.
** სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას.
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე.
** სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
** ანაზღაურება: დღეში 35 ლარი + ბონუსი (გამომუშავების მიხედვით).

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).

კომპანიის შესახე დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/extrameatpavilion

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |