www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Topmaster
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კომპანია "Topmaster" წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. გუნდისთვის ვეძებთ - მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს;

გიყვართ ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხმარებელს პრობლემის გადაწყვეტაში? მაშინ მოდი "Topmaster"-ში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება);
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე);

ფუნქცია- მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** შემომავალი ზარით მიღებული ინფორმაციის დადგენილი ფორმით სტრუქტურიზება და შესაბამის ბაზაში ასახვა;
** გამავალი ზარების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** ელ.ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო წყაროებიდან შემომავალ შეტყობინებებზე რეაგირება, პასუხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება/პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის პოვნა;
** პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიებას, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მომსახურების /გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული/ ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@topmaster.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |