კომპანია "Finex" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: რადიო ქსელის პრევენციული მომსახურების და სარემონტო გამოსასწორებელი სამუშაოების ინჟინერი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
სამუშაოს აღწერილობა:
** მობილური რადიო სარელეო საბაზო სადგურების პრევენციული მომსახურება
** საბაზო სადგურების პერიოდული ვიზიტი, ვიზიტების გეგმის გაყოლა, პასიური და აქტიური აპარატურის მდგომარეობის შემოწმება, აღწერა, ინვენტარიზაცია.
** მცირე დაზიანებების პრევენცია და ადგილზე აღმოფხვრა, დიდი სავარაუდო დაზიანებების დაფიქსირება და რეპორტინგი.
ვალდებულებები და მოთხოვნები:
** სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ოფის გარეთ მუშაობის უნარი, მუშაობის შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, პრევენციული სამუშაოების გეგმის ზედმიწევნით გაყოლა,
** დაგეგმილი და დაუგეგმავი სამუშაოების დროული შესრულება, საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და რეპორტინგი;
** GSM UMTS LTE სფეროში მუშაობის გამოცდილება, Microwave/BTS მოწყობილობების გამოცდილება/ცოდნა;
** სასურველია Site Master მოწყობილობასთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრობის ზოგადი ცოდნა/გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის ქონა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქსელში ინტეგრირებული ახალი რადიო საბაზო სადგურების მიღება ჩაბარების პროცედურების უზრუნველყოფა;
** მართვის მოწმობა აუცილებელია;
** პირად საკუთრებაში მაღალი გამავლობის ავტომანქანის ყოლა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: ngudushauri@finex.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2023 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!