სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას ვერტიკალურ მეურნეობაში მეჩითილეს (მემცენარის) პოზიციაზე, სამუშაო მოიცავს კვირაში 5 დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
** მცენარეთა მოვლის/შემოწმების უზრუნველყოფა.
** მოსავლის აღება- დაფასოება - განაწილება;
** მოსავლის დათესვა ცხრილის მიხედვით;
** პესტ-მენეჯმენტის კონტროლი;
** მცენარეებისთვის სასუქების და მჟავის მიწოდების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
** მცენარეთა ზრდის შეუფერხებელი პროცესის: მცენარეთა აყვავება, მორწყვა, ნუტრიენტების გამოყენება და ა.შ. მონიტორინგის გაწევა;
** სათბურში ინვენტარის მოწესრიგება.
** ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში
** მცენარეთა სტრუქტურისა და ფიზიოლოგიის ფლობა;
** მცენარეთა დარგვის, მოვლის, ნიადაგის განოყიერების, გაფხვიერების, მორწყვის ახალი ტენდენციების მოძიება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მოთამაშე;
** პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
** დაკვირვებულობა;
** დაჩითილების პროცესების წარმოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stambahotel.com და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.