სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიისა და პროექტირების მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** CAD (AutoCAD, ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
მოვალეობები:
** შესაბამისი ინსპექტირების აქტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს შემოწმება;
** კონტრაქტორ (ებ)ის და ქვეკონტრაქტორ (ებ)ის სამუშაოების კონტროლი და კოორდინაცია;
** სამუშაოების შესრულებაზე ყოველდღიური, ყოველკვირეული, პროგრესის ანგარიშის მომზადება, შესრულებული სამუშაოების, კლიმატური პირობების, ცდომილებების, დეფექტების გათვალისწინებით, განსაზღვრულ სამუშაო ვადებთან და ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზის ჩათვლით;
** საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების წარმოება;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** რისკების დროული იდენტიფიცირება;
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან;
** შეკვეთის ფორმების და სახელფასო ფაილების წარმოება;
** უსაფრთხოების მენეჯერთან კოორდინაცია ობიექტზე უსაფრთხოების წესების აღსრულების მონიტორინგის მიზნით;
** პროექტების შესრულების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.