www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"Qebuli Business Group"-ში შემავალი ორგანიზაციების მმართველი კომპანია "Pragma" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (კორესპონდენცია, ბრძანებები და სხვა) მომზადება;
** ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება, საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადება
** უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში
** კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა; მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** შრომით-სამართლებრივ საკითხებში ჩართულობა;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ფლობა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი.
** აკადემიური წერის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "Pragma"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სახვა რელევანტური პოზიციისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |