www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" (http s://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

გამოცხადებული ვაკანსია: ბუღალტერი/სტაჟიორი

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი დასაქმდება ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ACCA-ს კურსები ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დისციპლინირებულობა.

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან ექვსთვიან სტაჟირებას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე, საიდანაც პირველი სამი თვე იქნება ანაზღაურების გარეშე, ხოლო შემდეგი სამი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, შეისწავლიან: ბუღალტრულ პროგრამებს პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.georgia@f-chain.com

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი/სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |