www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
** სამშენებლო ობიექტებზე (სასურველია საგზაო პროექტებზე) მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;
** ინტერიერისა და შენობების შიდა სამუშაოების მოწყობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს და დაგეგმოს სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობა სამუშაო პროცესი;
** უშუალო ზედამხედველობა გაუწიოს ყველა მუშახელს, მოახდინოს შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, რათა ყოველგვარი საქმიანობა წარიმართოს ხარისხიანად და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის, ხარისხის და ღირებულების მოთხოვნის შესაბამისად;
** გააკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო სრულდება გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** სამუშაო პროცესის არასწორი მიმდინარეობისას ჩაატაროს მაკორექტირებელი ღონისძიებები;
** შეთანხმებულად იმოქმედოს პროექტის მენეჯერთან, რათა დაზუსტება შეიტანოს პროექტის გეგმარებაში/ინფორმაციის მოთხოვნის დოკუმენტში;
** აწარმოოს ყოველდღიური სამშენებლო ჟურნალი;
** მონაწილეობა მიიღოს პროექტის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებაში;
** მოახდინოს სამუშაო მოედნის ინვენტირება და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინვენტარი შესაბამისად მოვლილი და შენახულია;
** აქტიურად მოახდინოს სამუშაო ობიექტის მონიტორინგი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 08 აპრილის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |