Xiaomi-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "Mistore", ბათუმის ახალ GRAND მოლში მეორე ფილიალს ხსნის 1 აგვისტოდან. ახალი ფილიალისათვის "Mistori" მოუთმენლად ელოდება ახალ თანაგუნდელებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციებზე.
ჩვენ გპირდებით:
** მეგობრულ, თბილ, განვითარებასა და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომელთა წახალისებისა და მოტივაციისათვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ბენეფიტებს;
** Mistore მუდმივად იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე, სწავლა-განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.
იმისათვის, რომ ჩვენი ფილიალი მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს მომხმარებელს, ხოლო ჩვენი ახალი თანამშრომლები ძალიან თავდაჯერებულები და მოტივირებული იყვნენ, კანდიდატებს ვთავაზობთ მენტორინგის პროგრამას მთლიანი ივლისის თვეში (ანაზღაურებადი), შემდგომ კი 1 აგვისტოდან ერთად გავხსნით ფილიალს და მომხმარებლებს ერთად წარვუდგენთ Xiaomi-ის ბრენდის, ყველასათვის საყვარელ ჭკვიან ტექნიკას.
მენტორინგის პროგრამის განმავლობაში ჩვენ შეგასწავლით:
** Xiaomi-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
** FINA-ს პროგრამაში მუშაობას.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული, ცვლები (სწავლასთან მაქსიმალური ხელშეწყობა)
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურება: მენტორინგის პროგრამის პერიოდში - ფიქსირებული, ხოლო 1 აგვისტოდან - ფიქსირებული + ბონუსი, ჯამში საშუალოდ 700 ლარიდან+
** მდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
** Xiaomi-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
** გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@mistore.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"Mistore" გისურვებთ წარმატებებს!