სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ-18 სთ
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბაჟო დეკლარაციის შევსება შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესების მიხედვით;
** მომწოდებლებთან კონტაქტი;
** შესაბამისი სამსახურებიდან დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღების პროცესის ორგანიზება;
** Rs.ge-ზე შესაბამის განყოფილებებთან მუშაობა (როგორიცაა ფიტო-ვეტ ნებართვები, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ნებართვები და ა.შ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო ოპერაციებში;
** საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა;
** სავალდებულოა პროგრამა Assycuda-სთან მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** კვება;
** FitPass;
** ანაზღაურება: კონკურენტული.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!