სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარის მონიტორინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო კომპანიების დაკონტრაქტება და მათთან მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** ნებისმიერი სარეკლამო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგი;
** ინვენტარის მქონე ობიექტების ბრუნვის პერიოდული მონიტორინგი;
** ინვენტარის მოთხოვნისა და გადაადგილების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის სამუშაო გრაფიკის შედგენა და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს შეფასება და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა;
** სერვის კომპანიების მომსახურების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის საჭირო სარეკლამო საშუალებების იდენტიფიცირება;
** ინვენტარის გადაადგილების სტატუსების რეპორტის წარმოება და მისი პერიოდული განახლება;
** ინვენტარის განთავსებისათვის სამიზნე ობიექტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ობიექტზე ინვენტარის ეფექტურად განთავსების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (დისტრიბუციასა და გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
** MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 7 ივნისი, 2023 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.