www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 3 ივნისი

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს და დღემდე მის ერთ ერთ ძირითად მიმართულებად რჩება ყველა ასაკის პაციენტთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სრული სპექტრი.

სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე (40 საათი კვირაში). შესვენება 1 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლიუბლიანას ქ. #35
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
ვებ გვერდი: https://joann.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოსპიტლის მიზნებისა და სტრატეგიის შესაბამისად, საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
** პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება, შენახვა და დაინტერესებულ პირთათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება;
** ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** ჰოსპიტალში შრომის კანონმდებლობის შესაბამისად შინაგანაწესის, სტრუქტურის და საშტატო განრიგის შედგენა და წარმოება;
** ჰოსპიტალში პერსონალის დანიშვნა/გათავისუფლების, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის პროცესის წარმოება;
** მოწვეული კონსულტანტების დანიშვნა/გათავისუფლების, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის პროცესის წარმოება;
** ჰოსპიტლის შიდა ელექტრონულ ბაზაში დასაქმებული პერსონალის ასახვა;
** სახელმწიფო პორტალებზე ჰოსპიტალში დასაქმებულ პირთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული წარმოება;
** პერსონალის შვებულებების, მივლინებების, და სხვა საჭირო დოკუმენტაციების მომზადება;
** ჰოსპიტალში საჭირო ბრძანებების პროექტის მომზადება;
** საჭიროებიდან გამომდინარე ჰოსპიტალში კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება, რეზიუმეების გადარჩევა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმება და გასაუბრების დაორგანიზება;
** პერსონალის პირად საქმეების მოწესრიგება - პერიოდული გადახედვა/განახლება;
** დასაქმებულ პირთათვის კონსულტაციის გაწევა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
** სამედიცინო პერსონალისთვის ყოველწლიურად საჭირო ტრენინგ კურსების დაორგანიზება, გადამზადებულ პირთა აღრიცხვა და სერტიფიკატებით უზრუნველყოფა;
** შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან: სადაზღვევო, Fitpass-ი, შრომის უსაფრთხოების სამსახური და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური, დადგენილი წესით სათანადო ვადებში თანამშრომლობა, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და კოორდინირებული თანამშრომლობის ორგანიზება.
** ცვლილებების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა;
** დასაქმებულთა სამუშაო დროის შესაბამის პორტალზე ასახვა;
** ყოველთვიურად ფინანსური სამსახურის ინფორმირება დასაქმებულთა სახელფასო მონაცემების შესახებ და შესაბამისი ბაზის გაზიარება ფინანსური სამსახურის უფროსთან და ბუღალტერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე info@joann.ge არაუგვიანეს 2023 წლის 3 ივნისის ჩათვლით. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |