სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
** ჰორეკას ინდუსტრიაში მოქმედ ობიექტებთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება
** ჰორეკას სეგმენტის ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მართვა, ვალების კონტროლი და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** ჰორეკა კლიენტებთან გაყიდვების საერთო სტრატეგიასთან თანმხვედრი გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და პროდუქტების, გაყიდვების სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობების პერიოდულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
** ჰორეკა კლიენტებისგან შეკვეთების მიღების პროცედურის შექმნა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯების რევიზია საკვანძო კლიენტების მიერ საქონლის შესყიდვის ტენდენციებისა და გაწერილი ბიუჯეტის გათვალისწინებით
** გაყიდვების რეგულარული ანალიზი ჰორეკა ობიექტების, პროდუქტებისა და პერიოდების ჭრილში; გადახრების ანალიტიკა და მიზეზების იდენტიფიცირება;
** კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი, შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა და რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება მომწოდებლებთან, კლიენტებთან და გაყიდვების გუნდის სხვა თანამშრომლებთან;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი;
** კომპანიის ხელმძღვანელის, ან მისი მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** FMCG, საცალო ვაჭრობის, ჰორეკა სექტორის ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** HORECA კლიენტების შესახებ მკაფიო წარმოდგენა და ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა
** MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა, დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მონაცემთა დამუშავებისა და შესაბამისი პროგნოზების გენერირების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 7 ივნისი, 2023 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.