www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტვირთის გადაზიდვა თბილისსა და რეგიონებში.
** უზრუნველყოს ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა;
** დაიცვას საგზაო წესები;
** დაიცვას მომსახურების სტანდარტები;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა B, C, E კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 22 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სატვირთო ავტომობილის მძღოლი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |