www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სამტრედია

"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 85 ფილიალით არის წარმოდგენილი.

"კრედო ბანკის" მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონემენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისცენტრში შემოსული კლიენტების დახმარება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** კლიენტებისა დახმარება სწრაფი გადახდის აპარატებთან;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
** სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი, აღრიცხვა და შეკვეთა;
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის მონიტორინგი, დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** აუცილებელია კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** განვითარების მაღალი მოტივაცია;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/LRR5X34R/apply

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 12 ივნისი, 2023 წელი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |