www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Axis Towers
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"აქსის თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელზე ასაღები ხელფასი: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00, 1 საათი შესვენება)

"აქსის თაუერსი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთების და სხვადასხვა მარაგების (ყავა, ჩაი, წყალი და ა.შ.) კონტროლი და საჭიროებისამებრ მარაგის შევსება/განახლება.
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრებისთვის საჭირო მასალების, საკანცელარიო ნივთების და/ან ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.
** კომპანიაში შემომავალი სატელეფონო ზარების პასუხი.
** ვიზიტორების დახვედრა, ადრესატამდე მიცილება და საჭიროების შემთხვევაში გამასპინძლება.
** თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვის ადმინისტრირება და HR მენეჯერისთვის ყოველთვიურად მიწოდება.
** კომპანიის საერთო ელ. ფოსტის კონტროლი, შემოსული წერილების ადრესატთან გადაგზავნა.
** ოფისში სისუფთავის უზრუნველყოფა.
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრებისთვის საჭირო მასალების, საკანცელარიო ნივთების და/ან ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტის ონლაინ კალენდრის მართვა.
** კომპანიის თანამშრომლების მივლინებებისთვის ავია თუ სარკინიგზო ბილეთების მოძიება, სასტუმროს მოძიება და დაჯავშნა.
** მარკეტინგის დეპარტამენტის ინფორმირება კორპორატიული საიმიჯო ნივთების დამზადების საჭიროებაზე.
** კომპანიის ოფისში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის ტექნიკური დეპარტამენტის ინფორმირება.
** ამანათების გაგზავნის საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის/კურიერის გამოძახების უზრუნველყოფა და გაგზავნილი ამანათის მარშრუტის სტატუსის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სავალდებულოა ინგლისური ენის გამართულად ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და მოქნილობა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, იყოს სერვისზე ორიენტირებული, თავაზიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2023 წლის 25 ივნისისა. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |